LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლას“ ავტოპილოტი პოლიციის და სასწრაფო დახმარების ავტომობილებს დაეჯახა

69
teslapilotcrash

სამმაგი ავარია, რომელიც Tesla Model S-მა გამოიწვია, ამერიკულ არიზონაში მოხდა. ელექტროქარი ადგილობრივი პოლიციის პიკაპს დაეჯახა, რომელიც თავის მხრივ   სასწრაფო დახმარების ავტომობილს შეასკდა.

საბედნიეროდ, ავარის დროს პოლიციის ავტომობილში არავინ იმყოფებოდა. თუმცა, ინციდენტი მსხვერპლის გარეშე მაინც არ დასრულებულა, Model S-ის 23 წლის მძღოლმა სერიოზული დაზიანებები მიიღო და ის მაშინვე საავადმოფოში გადაიყვანეს.

მამაკაცი ამჟამად მედიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება ვარაუდობს, რომ მძღოლი ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო და ელექტროქარს ავტოპილოტი მართავდა.

შეგახსენებთ, რომ ავტონომიური მართვის სისტემა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი პირველად არ გამხდარა. მაგალითად, ივნისის ბოლოდ Tesla Model 3-ის ავტოპილოტმა სიჩქარეს მოუმატა და წინ მდებარე წინაღობას მთელი ძალით დაეჯახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები