LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტესლამ“ ავტომფლობელებს მორიგი სიურპრიზი მოუმზადა

71
netflix-model3-dash-copy

„ტესლა“ კიდევ უფრო კომფორტული ხდება და მას Youtube-ისა და Netflix-ის ყურების ფუნქცია ემატება. სიახლის შესახებ ინფორმაცია თავად ილონ მასკმა გაავრცელა.

როგორც ბიზნესმენი აზუსტებს, ინოვაცია ხელმისაწვდომი უკვე აგვსიტოში იქნება და მძღოლების ყოფას ბევრად მრავალფეროვანს გახდის. როგორც ცნობილია, გასართობი პორტალებისს ყურებას ავტომფლობელები დასაწყისისთვის მხოლოდ გაჩერებულ ავტომობილში შეძლებენ. მომავალში კი სისტემა დაიხვეწება და Youtube გადაადგილებისასაც მარტივად ჩაირთვება.

ამასთან, მასკი სახელმწიფოსგან ავტონომიური მართვის უფლების ლეგალიზებასაც ელოდება, რათა ეს სისტემა კანონიერი გახადოს.

სიახლეს „ტესლას“ მფლობელები დიდი მოწონებით შეხვდნენ. მათ ელექტროქარებზე იმდენი ფული აქვთ დახარჯული რომ ინოვაციურ მულტიმედიას ნამდვილად იმსახურებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები