LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla შავ და ვერცხლისფერ ავტომობილებს აღარ შექმნის

53

Tesla შავ და ვერცხლისფერ ავტომობილებს აღარ შექმნის. ამერიკულმა ავტოგიგანტმა აღნიშნული ორი ფერი წარმოებიდან ამოიღო. სიახლის შესახებ საზოგადოებას თავად კომპანიის დამფუძნებელმა ამცნო. ილონ მასკმა სოციალურ ქსელში სტატუსი გაავრცელა, სადაც აღნიშნა რომ Tesla 7 ფერიდან მხოლოდ 5-ს დატოვებს. ისინი შავ და ვერცხლისფერ ავტომობილებს აღარ შექმნიან, თუმცა კერძო შეკვეთების შემთხვევაში გამონაკლის დაუშვებენ და დამკვეთს სურვილს საკმაოდ მაღალ ფასად აუსრულებენ.

ბრენდი დარწმუნებულია, რომ ფერების შემცირებით „წარმოება გამარტივდება“ და მოგებაც გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის პირველ ნაწილში Tesla-ს არც თუ ისე კარგი წელი ქონდა და მისი ზარალი რეკორდული იყო. ერთ კვარტალში კომპანიამ 717,5 მილიონი დოლარი დაკარგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები