LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla საკუთარი ავტოპილოტის განახლებას აპირებს

17

Tesla Model S-ისა და Model X-ის მფლობელები და ასევე ყველა ის პოტენციური მყიდველი, რომელიც აპირებს Tesla-ს ამ ორი მოდელის შეძენას, დიდი ინტერესით ელოდებიან მასშტაბურ განახლებას, რომელსაც კომპანია ამ ეტაპზე ბეტა ტესტირების რეჟიმში ანხორციელებს. როგორც ირკვევა, ავტომობილები განახლებული ავტოპილოტის სისტემით აღიჭურვებიან, რომელიც წინა ვერსიისგან განსხვავებით უფრო წარმადი და უსაფრთხო იქნება.

Tesla Motors-ში აღნიშნეს, რომ ეს დიდი განახლება ავტოპილოტის სისტემას საჭირო ფუნქციებს შემატებს. ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ პრეზენტაცია დაახლოებით 3 კვირაში შედგება. როგორც ჩანს, კომპანია ავტომობილების მფლობელებს საახალწლო საჩუქარს უმზადებს.

რაც შეეხება Tesla Motors-ის გრანდიოზულ გეგმებს, 2017 წლის ბოლოსკენ, ამერიკული ავტომწარმოებელი გეგმავს სრულად ავტონომიური ტრანსმისიის მქონე მოდელების გამოშვებას და ასევე ავტოპილოტის ყოველთვიურ პროგრამულ განახლებას, რომელიც უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები