LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla–ს ავტოპილოტს მორიგ ავარიაში ადანაშაულებენ

54
teslamodel3news45

ელექტრომობილი Tesla Model 3 127 კმ/სთ–მდე თვითნებურად აჩქარდა, ავარიაში მოხვდა და აალდა.

შემთხვევა ჩინეთში, ცზიანსის პროვინციაში მოხდა. შავი ელექტროქარი ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდა, როდესაც სიჩქარის გაზრდა დაიწყო. მძღოლმა მისი გაჩერება რამდენჯერმე სცადა, თუმცა მუხრუჭი უბრალოდ არ მუშაობდა.

127 კმ/სთ სიჩქარემდე ასვლის შემდეგ Model 3 გაურკვეველ წინაღობას შეასკდა, რის შედეგადაც წინა ნაწილი დაუზიანდა. შემდეგ კი ცეცხლიც გაუჩნდა.

ხანძრის შდეგად ელექტრომობილის დიდი ნაწილი დაიწვა. მძღოლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. „ტესლა“ ჩინელ სამართალდამცავებთან თანამშრომლობს და ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს უახლოეს მომავალში დაადგენენ. წინასწარი ინფორმაციით კი ტექნიკური გაუმართაობა ავტოპილოტის სისტემის ბრალი გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები