LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Roadster უკვე ერთი წელია რაც კოსმოსს იპყრობს

tesla

ილონ მასკის ავტომობილი უკვე ერთი წელია რაც კოსმოსში გადაადგილდება და დედამიწას 364,5 მილიონი კილომეტრით დაშორდა. შეგახსენებთ, რომ ელექტროქარი დედამიწის მიღმა Falcon Heavy რაკეტის დახმარებით გაგზავნეს და მთელ პროცესს კომპანია Space X ხელმძღვანელობდა.

დასაწყისისთვის ავტომობილის გაგზავნა მზის სიახლოვეს იგეგმებოდა, იქიდან კი მარსზე მოხვედრა ბევრად მარტივი უნდა ყოფილიყო. თუმცა, საბოლოოდ ჩანაფიქრის ასრულება ვერ მოხერხდა, რაკეტა ზედმეტად სწრაფი აღმოჩნდა და „წითელ პლანეტას“ გვერდით ჩაუფრინა.

დღესდღეობით ავტომობილის ნახვა ნებისმიერ მსურველს ონლაინ რეჟიმში საიტზე -WherelsRoadster შეუძლია. ბოლო მონაცემებით კი როდსტერი მზისგან 232,3 მილიონი კილომეტრით, მარსისგან კი – 263,5 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული და მისი გადაადგილების სიჩქარე 7900 კმ/სთ-ს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები