LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla ორ ვეტმფრენს, სარბოლო ბოლიდსა და მოტოციკლეტს დაუპირისპირდა

38

სტამბოლი აეროკოსმოსური ტექნოლოგიების ფესტივალს მასპინძლობს და უჩვეულო შეჯიბრიც სწორედ მის ფარგლებში გაიმართა. რბოლაში ორ თვითმფრინავთან, სუპერქარებთან, სუპერბაიკსა და ფორმულა 1–ის ბოლიდთან ერთად Electric GT Tesla Model S–იც მონაწილეობდა.

შეჯიბრი სტამბოლის ახალი აეროპორტის საფრენ ბილიკზე გაიმართა. ტესლას, რომელიც სპეციალურად რბოლებისთვისაა აგებული 2 ელექტრო ძრავი აქვს და ჯამში აგრეგატს 789 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. პირველ ასეულს ავტომობილი 2,1 წამში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ–ია. Electric GT–ის ჩემპიონატის შემდეგ სეზონზე ტესლას 1137 ძალის აგრეგატით აღჭურვავენ და მისი მაქსიმალური სიჩქარეც 380 კმ/სთ–მდე გაიზრდება. რაც შეეხება გარბენის დანარჩენ მონაწილეებს, Aston Martin Vantage–ს 510 ცხენის ძალა აქვს, Lotus Evora-ს 416, სუპერბაიკ Kawasaki ninja H2R – 310 ცხენის ძალას ავითარებს. ბოლიდი RB14 კი, რომელიც Red bull Racing–ს ეკუთვნის სხვა მონაწილეებზე არანაკლებ ძლიერია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები