LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model X პირველი ელექტროქარია, რომელმაც საჰარა გადაკვეთა

167

ქრსოვერი Tesla Model X გახდა პირველი ელექტროქარი, რომელმაც საჰარას უდაბნო გადალახა. მოდელმა ეს „ბუდაპეშტი-ბამაკოს“ რალის ფარგლებში განახორციელა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქში იწყება და მალის დედაქალაქში სრულდება. მოგზაურთა ჯგუფი დღიურს Facebook-ზე აწარმოებდა.

მთლიანობაში ელექტრომობილმა, რომლითაც ორი ხორვატიელი – საშა ვეტოევიჩი და ოლეგ მაშტურკო გადაადგილდებოდა, 8 600 კილომეტრზე მეტი გაიარა. ამისათვის ეკიპაჟს 16 დღე დასჭირდა.

აკუმულატორების მარაგი რალის დროს ბენზინის გენერატორის საშუალებით ივსებოდა. ის Dacia-ს ფურგონში იდო, რომელსაც ჩეხი ტომაშ კოვიცკი მართავდა.

მოგზაურთა გუნდი ასევე სარგებლობდა ადგილობრივი ელექტროსადგურებითაც, თუმცა ინფრასტრუქტურა ამის საშუალებას ყველგან არ იძლევა.

მაგალითად მაროკოში ეკიპაჟმა ელექტრომობილების დასატენი სადგური აღმოაჩინა, რომელიც Tesla-ს ადგილობრივმა ფანებმა დაამონტაჟეს.

Model X-ის რომელი ვერსით მოხდა საჰარაში მოგზაურობა, არ ზუსტდება. აშშ-ში ის შემდეგი მოდიფიკაციებით გამოდის: P75, P100 და P100D.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები