LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model X-მა 113 ტონა ჩაიბა (ვიდეო)

81

ელექტრო ქროსოვერმა Tesla Model X-მა დატვირთული ვაგონები ჩაიბა, რომელთა მასაც 113 ტონას აღემატება. ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ექაჩება ავტომობილი მათ The Boring Company-ს გვირაბიდან, ტვიტერზე თავად Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა გამოაქვეყნა.

კითხვაზე რამდენი ტვირთის გაწევა შეუძლია ქროსოვერს იდეალურ პირობებში, მასკმა უპასუხა: – „არ არსებობს იდეალური საფარი“.

აღსანიშნავია, რომ ელექტრო ქროსოვერმა არაერთხელ მოახდინა თავისი შესაძლებლობების დემონსტრირება. თებერვლის ბოლოს Tesla Model X-მა თოვლიან გზაზე 43 ტონიანი სატვირთო ჩაიბა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები