LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model 3 ყველაზე უსაფრთხო ატომობილად დაასახელეს

65

Tesla Model 3 ყველაზე უსაფრთხო ატომობილად დაასახელეს. აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც რამდენიმე ავტომობილი დატესტეს და დაადგინეს, რომ tesla-ს მგზავრებს ავარიის შემთხვევაში ნაკლები ტრავმებით გადარჩენის მეტი შანსი აქვთ. მოდელმა ყველაზე მაღალი შეფასება – 5 ქულა დაიმსახურა. ავტომობილმა რამდენიმე ქრაშ-ტესტს გაუძლო და დარტყმები მართლაც ღირსეულად აიტანა. ტესტები 32 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროს ჩატარდა. ამასთან, სატესტო ავტომობილებს ელექტრონული სისტემების მუშაობა და უსაფრთხოების დონეც შეუმოწმეს.

შეგახსენებთ, რომ Model 3-მდე ყველაზე უსაფრთხოებად – Tesla Model S და Model X ითვლებოდნენ და ამიერიდან მათ მეორე და მესამე პოზიციებზე გადაინაცვლეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები