ქსელში მძლავრი Tesla Model 3 Ludicrous-ის პირველი კადრები ვრცელდება. მალიბუში გამართულ დახურულ პრეზენტაციაზე დააფიქსირეს ელექტროქარი ყოველგვარი შენიღბვის გარეშე: თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრები გამოცემა Teslarati-მ გაავრცელა. ეს იქნება Tesla-ს საწყისი მოდელის ყველაზე მძლავრი და დინამიკური მოდიფიკაცია, რომელიც აწ უკვე წარსულს ჩაბარებულ Performance-ს ჩაანაცვლებს.
Tesla Model 3-ის სხვა ვერსიებისგან ვერსია Luducrous ახალი ბამპერით და სახურავზე სპოილერით განსხვავდება.
მახასიათებლების შესახებ ჯერ-ჯერობით ცოტა რამ თუა ცნობილი: 0-დან 96 კილომეტრამდე ელექტროქარი 2,9 წამში ხურდება. შედარებისთვის, Model 3 Long Range-ს ანალოგიური აჩქარებისთვის 4,2 წამი სჭირდება. რაც იმას ნიშნავს, რომ Ludicrous-ის შესაძლებლობები ჩინეთში გამოჩენილი ახალი კონკურენტის დონისაა – Xiaomi SU7 100 კილომეტრამდე ასაჩქარებლად 2,78 წამს საჭიროებს.
![](https://fortuna.ge/app/uploads/2024/04/668c05864b1d42dff7b22a466525a253-2024-04-03_14-03-03_587497.jpg)