მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს წარმოების მოცულობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, 2018 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, Tesla Model 3 აშშ-ში ყველაზე პოპულარული ელექტროფიცირებული ავტომობილია. ამერიკელებმა 8 180 ეგზემპლარი შეიძინეს. ინფორმაციას Bloomberg აქვეყნებს.
კვარტალის ანგარიშის მიხედვით, Tesla-მ 34 494 ავტომობილი გამოუშვა, რაც 40%-ით უფრო მეტია, ვიდრე გასული წლის მეოთხე კვარტალში. მათ შორის არის: 24 728 Model S და Model X, ასევე 9766 სედანი Model 3. წარმოების მოცულობის მნიშვნელოვანმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ Tesla-ს ისტორიაში მიმდინარე წელი ყველაზე პროდუქტიულია.
ამერიკის ბაზარზე ყველაზე პოპულარული ჰიბრიდებისა და ელექტრო ავტომობილების ტოპ-ათეული ასეთია:
Tesla Model 3 – 8 180 გაყიდული ავტომობილი
Toyota Prius Prime – 6 468 გაყიდული ავტომობილი
Tesla Model S – 5 300 გაყიდული ავტომობილი
Tesla Model X 4 – 500 გაყიდული ავტომობილი
Chevrolet Bolt EV – 4 375 გაყიდული ავტომობილი
Chevrolet Volt – 3 478 გაყიდული ავტომობილი
Nissan Leaf – 2 545 გაყიდული ავტომობილი
Honda Clarity PHEV – 2 546 გაყიდული ავტომობილი
BMW i3 – 1 997 გაყიდული ავტომობილი
Ford Fusion Energi -1 434 გაყიდული ავტომობილი
სულ კლიენტებს 29 980 ავტომობილი მიეწოდა.
Tesla Model 3 ამერიკული ავტომწარმოებლის სამოდელო ხაზში ყველაზე ხელმისაწვდომია. ელექტრო სედანის ფასი 35 000 დოლარია.