ირლანდიელმა მძღოლმა თავის Tesla Model S-ში ცუგა დატოვა და თან შესაბამისი რეჟიმი Dog Mode დააყენა. თუმცა, გამვლელებმა ეს ვერ შეამჩნიეს და ძაღლის დასახსნელად ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
ბევრი მძღოლი ძაღლს ჩაკეტილ ავტომობილში ტოვებს, რითაც მას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მაღალი ტემპერატურის გამო ბევრი ცხოველი დაღუპულა კიდეც. პრობლემის მოსაგვარებლად „ტესლამ“ სპეციალური „ძაღლის რეჟიმი“ შექმნა, რომელიც სალონში საჭირო ტემპერატურას – დაახლოებით 21 გრადუსს ინარჩუნებს. ამასთან, მთელი ამ დროის განმავლობაში ცენტრალურ ეკრანზე წარწერა „ჩემი პატრონი მალე დაბრუნდება“ ციმციმებს. თუმცა, როგორც დუბლინელი მძღოლის მაგალითი აჩვენებს, წარწერა ყოველთვის ვერ მუშაობს.
გამვლელებმა მის ავტომობილში დატოვეული ძაღლი ნახეს და მაშინვე პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულმა ოფიცრებმა ფანჯარა ჩაამტვრიეს, ცუგა გამოიყვანეს და მის პატრონს ჯარიმაც გამოუწერეს.
ირლანდიელმა სასამართლოს მიმართა და დაამტკიცა რომ ცხოველს არაფერი ემუქრებოდა. მოსამართლემ ჯარიმა გააუქმა, თუმცა დამტვრეულ ფანჯარას აღარაფერი ეშველება.