LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ ელექტროქარის Model S-ის რალის ვერსია წარმოადგინა (ვიდეო)

77

Electric GT-ის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა Tesla Model S-ის ახალი, რალის მოდიფიკაცია წარმოადგინეს. მოდელი ახალ სერიაში გამოჩნდა. პირველი სეზონი, რომელიც 27 სექტემბერს იწყება, შედგება ესპანეთში, იბიცაზე. ღონისძიებაში მონაწილეობას 20 ავტომობილი და 10 ჯგუფი მიიღებს. საერთო ჯამში, ნიურბურგრინგის ჩავლით, სეზონზე 7 ეტაპი გაიმართება. რალიში მონაწილეობას მიიღებს Tesla-ს მოდიფიკაციაციები – Model S, რომელიც უკვე ფაქტიურად აღარ გამოდის და სხვა მოდელები. ელექტროქარი აღიჭურვა 420 სიმძლავრის გამწევითა და 85 კვ/სთ ბატარეით. ავტომობილს 100 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა 4.2 წამში შეუძლია.

 

Model S-ის ბატარეის კომპლექტაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის ზუსტი დასახელება ამ ეტაპისთვის უცნობია. სპეციალურად რალისთვის მოდელის აეროდინამიკა გაცილებით მოდერნიზებული გახდა, ასევე განახლდა სამუხრუჭე სისტემა და სხვა აღჭურვილობა.

პარალელურად მიმდინარეობს Formula-E-ს კიდევ ერთი ჩემპიონატი. აქტივობის მესამე სეზონი კი 9 ოქტომბერს იწყება. კალენდარულად ღონისძიება დაიყოფა 14 ღონისძიებად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები