კომპანია tesla-მ პირველი ელექტრონული პიკაპი Cybertruck გამოუშვა. სერიული სატვირთოს პირველი ეგზემპლარი ტეხასის ქარხნის კონვეიერიდან ჩამოვიდა და ამის შესახებ ბრენდმა ინფორმაცია თავისი სოც-ქსელებით გაავრცელა.
ავტომობილის აწყობა 2 წლიანი გადავადების შემდეგ მოხერხდა, შეგახსენებთ რომ 2019 წლის შემდეგ პრემიერის ვადა რამდენჯერმე შეიცვალა და თავიდან ყველაფრის მიზეზი პანდემია იყო. მასობრივი წარმოება ჯერ კიდევ არ დაწყებულა და სავარაუდო თარიღად 2023 წლის ბოლო სახელდება.
კონვეიერისკენ მიმავალ გზაზე ელექტრონული პიკაპი მუდმივად იცვლებოდა, უფრო და უფრო რეალისტურ ფორმებს იღებდა, განახლებებიც მუდმივად მრავალფეროვანი იყო. როგორი იქნება საბოლოო ტექნიკური შიგთავსი, უცნობია: საბაზისო ვარიანტში მოსალოდნელია მინიმუმ ერთი ელექტროძრავის არსებობდა.
რაც შეეხება ღირებულებას, მასკმა ფასი 4 წლის წინ დაასახელა და ის 39,9 ათას დოლარს შეადგენს. თუმცა, საჭირო დეტალების დეფიციტის და გლობალური ინფლაციის გამო ყველაფერი გაძვირდა და Cybertruck-ის ზუსტი ღირებულება, ალბათ ბაზარზე გამოსვლის დროს გვეცოდინება.