პუერტო რიკოს მკვიდრმა „ტვიტერში“ ადგილობრივ მთებში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. კადრებში აღბეჭდილია განადგურებული ელექტრომობილი Tesla S P90D, რომლის მძღოლიც მართვას ვერ გაუმკლავდა და კლდიდან გადმოფრინდა. მიუხედავად ტოტალურად დამტვრეული ავტომობილისა, „ტესლას“ მფლობელი ფაქტობრივად სასწაულებრივად გადარჩა და მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრი მიიღო.
გამოქვეყნებულ ფოტოებში ელექტროქარის სიახლოვეს მაშველები მუშაობენ. შესაბამისად, უცნობია, „ტესლამ“ ეს დაზიანებები ჩამოვარდნის შედეგად მიიღო, თუ მანქანა ექსტრემალური სამსახურის თანამშრომლებმა გაჭრეს. ორივე შემთხვევაში, სიმაღლიდან ვარდნის შემდეგ ელექტროქარი განადგურდა და აღდგენას აღარ ექვემდებარება.
ავტომობილის მდგომარეობის გათვალისწინებით, მით უფრო საოცარია ის ფაქტი რომ მძღოლი სასწაულებრივად გადარჩა და სერიოზული ტრავმებიც არ მიუღია.