ელექტრონული პიკაპი Tesla Cybertruck პოლიციისთვის განკუთვნილ სპეციალურ ვერსიას მიიღებს. ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ Tesla-ს ელექტრონული პიკაპი სერიული ჯერ არ გამხდარა, თუმცა მის ბაზაზე სხვადასხვა სპეც-ვერსიებს უკვე ქმნიან. სწორედ ასეთი მოდიფიკაცია დააანონსა Oracle-ს კორპორაციის დამაარსებელმა და „ტესლას“ აქციონერმა ბიზნესმენმა ლარი ელისონმა ლას ვეგასში გამართულ კონფერენციაზე.
ელექტრონული პიკაპი მომავალი თაობის პოლიციის მანქანად უნდა გადაიქცეს, თუმცა მოდელის ბაზარზე გამოჩენის არანაირი ვადები არ სახელდება. უცნობია ასევე ტექნიკური დეტალებიც.
ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიციის სამსახურს თანამგზავრული კავშირით აღჭურავენ, რაც ოფიცრებს მუდმივად კავშირზე ყოფნაში დაეხმარება.