LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla ავტოპილოტით საპოლიციო ყველგანმავალს დაეჯახა

44

ელექტროსედანი Tesla Model S, რომელიც კალიფორნიაში, ლაგუნა კანიონზე გადაადგილდებოდა, დაპარკინგებულ საპოლიციო Ford-ს დაეჯახა. ლაგუნა ბიჩის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ავტომობილი ავტოპილოტის რეჟიმში გადაადგილდებოდა.

ცნობილია, რომ ავარიის დროს პოლიციის ავტომობილში არავინ იმყოფებოდა. უმნიშვნელო ტრამვები მიიღო Tesla-ს მძღოლმა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი პროგრამული უზრუნველყოფის შეცდომის გამო მოხდა, რომელმაც საგზაო მინიშვნის ინტერპრეტირება არასწორად მოახდინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები