LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტესლა“ 130 ათასი ელექტროქარის გამოწვევას აპირებს, მიზეზი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა

41
tesla

კომპანია „ტესლამ“ 127 785 ელექტროქარში საკმაოდ სერიოზული პრობლემა აღმოაჩინა, საუბარი 2019 წლის 11 იანვრიდან – 2022 წლის 25 იანვრამდე ჩინეთში გაყიდულ მოდელებზეა. სპეციალისტებმა დეფექტი ელექტროძრავში აღმოაჩინეს, რომლის გაფუჭების შემთხვევაშიც ელექტროქარი უბრალოდ გაჩერდება.

უკან გამოწვევის კამპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ჩინეთის ბაზარს შეეხება, შემდეგ კი სერვის ცენტრებში მისვლა ამერიკელ ავტომფლობელებსაც მოუწევთ.

დეფექტიან ელექტროქარებს შორის 34 207 ეგზემპლარი ჩინეთში აშშ-დან შეიტანეს, დანარჩენი 93 578 მოდელი კი შანხაის ქარხანაშია აწყობილი. იქიდან გამომდინარე რომ ელექტროქარები სხვადასხვა საწარმოებშია წარმოებული, „ტესლამ“ გლობალური შეცდომა დაუშვა.

ელექტროძრავი შესაძლოა პარკინგის დროს გაფუჭდეს და მძღოლი ავტომობილის ადგილიდან დაძვრას ვეღარ შეძლებს. ხოლო თუკი ელემენტი მოძრაობის დროს გაფუჭდა, მაშინ მანქანა უბრალოდ შუა გზაზე გაჩერდება.

ბუნებრივია, სარემონტო სამუშაოებს ავტომწარმოებელი უფასოდ შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები