კომპანია Tesla 123 000 სედან Model S გაიწვევს, რომლებიც 2016 წლის აპრილამდე გამოვიდნენ. სასერვისო აქციის მიზეზი საჭის გამაძლიერებლის სამაგრი ჭანჭიკების კოროზიაა. გაწვევას Model 3 და Model X ექვემდებარება.
წერილში, რომელიც კომპანიამ კლიენტებს გაუგზავნა, აღნიშნულია, რომ დაჟანგებული ჭანჭიკები ავტომობილის მართვაზე გავლენას არ მოახდენენ. ამასთან, დაბალი სიჩქარით მოძრაობისას და პარკირებისას მძღოლებს საჭის მოსატრიალებლად უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდებათ.
პრობლემა უფრო ხშირად ელექტრომობილის ცივ კლიმატში გამოყენებისას წარმოიქმნება, სადაც გზაზე მარილს ყრიან. თუმცა, გაწვევას ყველა ავტომობილი ექვემდებარება, კლიმატის მიუხედავად.