ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
ამასთან, ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას.
სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე პროკურატურას ჰქონდა. ეს შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ საქმის მასალები შეიცავდა ისეთ ინფორმაციას, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლო სხდომა უნდა დაეხურათ.
შეგახსენებთ, პანკისის ხეობაში ტერორიზმის ბრალდებით ხუთი პირი ორი დღის წინ დააკავეს.
პანკისში სპეცოპერაცია ჩატარდა – დაკავებულია 5 პირი
გუშინ კი გასაჯაროვდა მასალა, სადაც ჩანს, რომ დაკავებულები ტერორისტული სიმბოლიკით გადაადგილდებოდნენ და სატელეფონო საუბრებში დანაშაულებრივ გეგმებზე საუბრობდნენ.
პროკურატურის მიერ გავრცელებულმასალაში ჩანს, რომ დაკავებულები საქართველოში კორპუსის აფეთქებას გეგმავდნენ.