LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორისტული აქტები პარიზში ISIS-ის საომარი მოქმედებაა – ოლანდი

57

ტერორისტული აქტები პარიზში, რომლის შედეგადაც სულ მცირე 127 ადამიანიდაიღუპა და180-ზე მეტი დაიჭრა, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებაა, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.

მისი თქმით, თავდასხმები, რომელიც რვა შეიარაღებულმა პირმა და თვითმკვლელმა განახორციელა, „გარედან“ იყო დაგეგმილი.

ბარები და რესტორნები დახურულია, მუსიკალური კონცერტები, ფეხბურთის მატჩები – გაუქმებული. დაკეტილია პარიზის „დისნეილენდიც“.

ოლანდმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები