LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორისტები კიდევ ერთი ტერაქტისთვის ემზადებოდნენ

106

პოლიციამ სენ-დენის სპეცოპერაციის დროს დააკავა ტერორისტები, რომლებიც პარიზში, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ტერაქტს გეგმავდნენ, ინფორმაციას The Independent ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტერორისტების სამიზნე, ამჯერად, პარიზის ბიზნეს-ცენტრი უნდა ყოფილიყო.

ქალმა ტერორისტმა, პოლიციას რომ არ დაეკავებინა, თავი „შაჰიდის ქამრით“ აიფეთქა, კიდევ ერთი ეჭვმიტანილი კი სამართალდამცველებთან ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სპეცოპერაციის დროს პოლიციამ სულ 7 ადამიანი დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები