LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტერიტორიაზე შეჭრილმა აგრესიულმა ჯგუფებმა არამარტო პრაიდ ფესტის, არამედ ჩვენი კუთვნილი ქონება გაანადგურეს ან მიითვისეს” – Tbilisi Open Air

456
358445843_840051804153325_6040126946955150792_n

Tbilisi Open Air სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „ტერიტორიაზე შეჭრილმა აგრესიულმა ჯგუფებმა არამარტო პრაიდ ფესტის, არამედ ჩვენი კუთვნილი ქონება გაანადგურეს ან მიითვისეს”.

„ვეხმაურებით და სასტიკად ვგმობთ ჩვენი ფესტივალის ტერიტორიაზე განხორციელებულ ვანდალურ ქმედებებს, რომლებსაც დღეს ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობრივი პრორუსული ჯგუფები ახორციელებდნენ.

ჩვენი ფესტივალის ტერიტორიას, Lisi Wonderland-ს, იჯარის საფუძველზე ვქირაობთ ყოველწლიურად და მასზე განთავსებული ინვენტარი ფესტივალის საკუთრებაა.

ტერიტორიაზე შეჭრილმა აგრესიულმა ჯგუფებმა არამარტო პრაიდ ფესტის, არამედ ჩვენი და ჩვენი ფესტივალის პარტნიორების კუთვნილი ქონება დააზიანეს, გაანადგურეს ან მიითვისეს. გატეხილია ჩვენი საწყობი და მოპარულია ხელსაწყოები, ასევე დაზიანებული ან განადგურებულია ფესტივალის კონსტრუქციები, სასცენო დეკორაციები, ჩვენი პარტნიორების კუთვნილი სარეკლამო საშუალებები.

ეს არის კერძო ტერიტორიის მიზანმიმართული განადგურება, ინვენტარის დაზიანება და ძარცვა. შსს-თან თანამშრომლობისა და დახმარების მიღების მცდელობის მიუხედავად, პასუხად მივიღეთ უარი, ამიტომ გამოვიძახეთ ფესტივალის კერძო დაცვა, რათა აღარ გაგრძელდეს ტერიტორიის განადგურება, თუმცა რა კადრებიც დღეს გავრცელდა, ისედაც ცხადია, რომ საქმე გვაქვს დიდ ზარალთან, რომლის ანაზღაურებასაც ვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომელმაც წაახალისა ველური ჯგუფები და ხელი შეუწყო როგორც პრაიდ ფესტის ჩაშლას, ასევე ჩვენი ფესტივალის ტერიტორიის მიზანმიმართულ განადგურებას, რაც საათების განმავლობაში გრძელდებოდა, პოლიციის თანამშრომლები კი მხოლოდ ბრბოდან ნაცნობების გამორჩევითა და მათი ჩახუტებით შემოიფარგლებოდნენ.

Tbilisi Open Air 14-წლიანი გამოცდილებით სწორედ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და სიყვარულის იდეაზე დგას. დაუშვებლად მიგვაჩნია ყოვლად ამორალური და ადამიანური ღირებულებებისგან დაცლილი ძალადობრივი ჯგუფების უკანონო ყოფნა და ქმედება თბილისი ოფენ ეარის ტერიტორიაზე, იქ, სადაც ათი ათასობით ადამიანი სწორედ თავისუფლების, თანასწორობისა და მრავალფეროვნების გარშემო იკრიბება.

ის, რაც დღეს აგრესიულმა ჯგუფებმა ჩაიდინეს საფესტივალო ტერიტორიაზე, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს.

სიყვარული სიყვარულია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

სალომე ზურაბიშვილი: რა ფასი უნდა ჰქონდეს პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა პირების სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს? ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა სხვა რამეს აკეთებს – კონტრაქციების წაქეზებით მმართველი პარტია ძალადობას ახალისებს

პრეზიდენტი: დღეს გამოხატვისა და შეკრების უფლება დაირღვა, შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება

სახალხო დამცველი: მიუხედავად წინასწარ დადებული შეთანხმებისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას და გაატარებდა ყველა პრევენციულ ღონისძიებას – დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა

არასამთავრობოების განცხადება: მიგვაჩნია, რომ დღეს განვითარებული მოვლენები 2021 წლის 5 ივლისის გაგრძელებაა

„თბილისი პრაიდი“: „შსს დაცვის გარანტიებს გვაძლევდა, სანაცვლოდ კი, პოლიციამ ნება დართო „ალტ-ინფოს“ წევრებს შეჭრილიყვნენ ფესტივალის კერძო, დახურულ, ტერიტორიაზე, თავს დასხმოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და გამოუსწორებელი ემოციური ტრავმა მიეყენებინათ მათთვის“

შს მინისტრის მოადგილე: პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა 100%-იანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია – კონტრაქციის მონაწილეების ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა

„თბილისი პრაიდი“: „დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის“

„თბილისი პრაიდი“: „პრაიდის ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეების ევაკუაცია განხორციელდა“

შალვა პაპუაშვილი: ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ, პოლიციამ ამ მხრივ კარგად გაართვა თავი ამოცანებს

პაატა მანჯგალაძე: ჯგუფებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვით, კომბლებით შეუძლიათ ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვა, საერთო არ აქვთ არც ქართულ ღირებულებასთან, არც ტრადიციების დაცვასთან

ვატო შაქარიშვილი: მოვუწოდებთ შსს-ს, გასცეს განკარგულება და უთხრას პროვოკაციის ავტორებს, გააუქმონ ეს სოდომ-გომორი

ვატო შაქარიშვილი: საქართველოში აღიკვეთა ღია ლგბტ პრაიდფესტივალის ჩატარება და ასე იქნება ყოველთვის, ეს უნდა იცოდეს ყველამ, ამ ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც

ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა: შოკისმომგვრელი ფოტოები „თბილისი პრაიდიდან“, ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს არ არის კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები