კომპანია “ენკა” აცხადებს, რომ ადგილობრივი ლალი ეფრემიძის საკუთრებად წოდებული მიწა, სადაც ამ დრომდე კარვები იყო განთავსებული, 2019 წლიდან ნამახვანჰესის პროექტის საკუთრებაა.
კომპანიამ გაასაჯაროვა დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ლალი ეფრემაძის ოჯახის წევრს როგორც ფაქტობრივ მოსარგებლეს, ამ მიწის სანაცვლოდ კომპენსაცია აქვს მიღებული.
“კომპანიამ, სს ნამახვანის ქონების გამოსყიდვის ფარგლებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 29.03.31.129) საკუთრების უფლება მოიპოვა. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა აღნიშნული მიწის ფაქტობრივი მოსარგებლე, ლალი ეფრემიძის დისშვილი შორენა ეფრემიძე (დადასტურებულია მოწმეთა წერილობითი ჩვენებით), რომელიც ზემოთაღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. მიუხედავად საკუთრებისა, „ენკამ“ საჭიროდ ჩათვალა მაინც გადაეხადა მისთვის კომპენსაცია.
2020 წლის 3 სექტემბერს კომპანიასა და შორენა ეფრემიძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გაფორმდა შესაბამისი სარგებლობის შეწყვეტის ხელშეკრულება და გადახდილ იქნა საამისოდ გათვალისწინებული კომპენსაცია – კერძოდ, 70,171 ლარი” – ნათქვამია კომპანია “ენკას” განცხადებაში.
ცნობისთვის, ტერიტორია, სადაც “რიონის ხეობის მცველებს” კარვები ჰქონდათ გაშლილი, რამდენიმე თვის განმავლობაში, სადაო ადგილია – ადგილობრივი ლალი ეფრემიძე კი ამბობს, რომ ეს ადგილი მას ეკუთვნის და კომპანია “ენკას” არ მიყიდის, თუმცა საჯარო რეესტრში ვერ ირეგისტრირებს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მთავრობას მიმართავენ