LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერაქტის საფრთხის გამო, ანკარაში ირანის საელჩოს პერსონალი, მათ შორის ელჩიც, ევაკუირებულია

131

ანკარაში ირანის საელჩოდან ტერაქტის საფრთხის გამო ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ტელეარხი Haberturk იუწყება.

მისი ინფორმაციით, პოლიციაში შევიდა ანონიმური შეტყობინება იმის შესახებ, რომ თვითმკვლელი ტერორისტი საელჩოზე შეტევას ამზადებს. საელჩოს სრული პერსონალი, მათ შორის ირანის ელჩიც, ევაკუირებულია.

საელჩოს შენობის წინ უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული, მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები