LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერაქტის დროს რიანა ნიცაში იმყოფებოდა, მისი კონცერტი გაუქმდა

83

დღეს ნიცაში რიჰანას კონცერტი უნდა გამართულიყო, ბარბადოსელი მომღერალი ტერაქტის დროს ნიცაში იმყოფებოდა. ვარსკვლავის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 28 წლის მომღერალი ტერაქტის დროს არ დაშავებულა და თავს კარგად გრძნობს.

რიჰანა ნიცაში Anti World Tour-ის ფარგლებში ჩავიდა. ქალაქის მერმა განაცხადა, რომ კონცერტი, ისევე, როგორც ჯაზ-ფესტივალი, აღარ ჩატარდება.
მანამდე მომღერალმა კონცერტი გამართა მილანში, ღონისძიებამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

ნიცაში ტერაქტს 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ხალხის ნაკადში სატვირთო მანქანა დიდი სისწრაფით შევარდა. გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები