„ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე ამბობს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტისთვის მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭერია.
დეპუტატი განმარტავს, რომ კენჭისყრაზე კანონის მისაღებად მიცემული ხმა „ტექნიკური პრობლემა“ იყო და ეს შესაბამის სამსახურთანაც დააფიქსირა.
პარლამენტმა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენით ჩააგდო. რეგისტრაცია 112-მა დეპუტატმა გაიარა. 1 მომხრე, 35 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები, დანარჩენებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. შესაბამისად, პარლამენტმა კანონის მიღების გადაწყვეტილება ვერ მიიღო და საკანონმდებლო განხილვები შეწყდა.
როგორც კენჭისყრის ოქმიდან ჩანს, დეპუტატი, რომელმაც კანონის ჩაგდებას მხარი არ დაუჭირა, „ქართული ოცნების“ წევრი დიმიტრი სამხარაძეა.