LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ “ნაძალადევში“ მატარებელი ხაზიდან მოიხსნა

მეტროსადგური-ვარკეთილი-ჩამოინგრა

მეტროსადგურ „ნაძალადევში“ ტექნიკური ხარვეზის გამო მატარებელი ხაზიდან მოიხსნა. მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ინფორმაციით, მგზავრების სადგურზე ჩასვლის შემდეგ, მატარებელი ხაზიდან მოიხსნა და ხაზზე სათადარიგო მატარებელი გამოვიდა.

„მგზავრებს საფრთხე არ შექმნიათ, მოძრაობა არ შეფერხებულა და მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს“, – აცხადებენ პრესსამსახურში.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ვაგონს ცეცხლი წაეკიდა და საშინელი სუნი დადგა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კი განმარტავენ, რომ დაზიანდა კომპრესორი, რა დროსაც, დგება სპეფიციკური სუნი.

პრობლემის კონკრეტულად შესასწავლად ტექნიკური ჯგუფი უკვე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები