ტექნიკური ხარვეზის გამო British Airways-მა 190 მილიონი დოლარი დაკარგა. ბრიტანული გამოცემის „Times”-ის ინფორმაციით, რეისების გაუქმება და მასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერის ბრალი იყო. ავიაკომპანიის დანაკარგი კი ბრიტანული ავიაციის ისტორიაში უდაოდ ყველაზე მასშტაბურია.
შეგახსენებთ, რომ ყველაფერი 27 მაისს მოხდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ათობით რეისი გაუქმდა და პრობლემის მოგვარება მხოლოდ მეორე დღეს მოხერხდა.
როგორც ბრიტანული ავიაკომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, ყველაფერი ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია. უფრო მეტიც, კომპანიაში გამოძიებაც ჩატარდა და ჰაკერების ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინეს, ანუ უზუსტობა მხოლოდ British Airways-ის დამსახურება იყო.