LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა, წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები“ – GWP ვაშლიჯვარში წყლის მილის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

286
BeFunky-collage (5)

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის ქუჩა N31ის მიმდებარედ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.

კომპანიის ცნობით, ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

„ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მაგისტრალური ქსელი წყლისგან დაცლისთანავე დაიწყება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 24 მარტს, 15:30 საათიდან 25 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

ვაშლიჯვრის დასახლებაში: მაჭავარიანის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, გელოვანის, იასამნის, ემუხვარის, თოფურიას და მაჭავარიანის ქუჩებს. ვაშლიჯვრის დასახლების მე-2ა, მე-3 ა, მე-4 და მე-4ბ ზონებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“„- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეო: ვაშლიჯვარში წყლის მილი გასკდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები