LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექინპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე დამატებითი ჯარიმები წესდება

59
Capture

ავტომობილების ტექინპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და დამატებითი ჯარიმები წესდება.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებები მმართველმა გუნდმა მოამზადა, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

მოქმედი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, 50 ლარის ოდენობით ჯარიმდება. კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.

როგორც პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, პარლამენტის გარემოს დაცვლისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე განმარტავს, ეს პოტენციურ სამართალდამრღვევს საშუალებას აძლევს ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ნაცვლად, მხოლოდ ჯარიმის თანხის – 50 ლარის გადახდით შემოიფარგლოს.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას:

– ფიზიკური პირი დაჯარიმდება -150 ლარის ოდენობით;

– იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება -300 ლარის ოდენობით.

იმავე პრინციპის შესაბამისად, თუ ზემოხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა აღნიშნული გამოიწვევს:

– ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;

– იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

იგივე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს:

– ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

– იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.

 

კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები