LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა გიგაური: „2015 წელს, ბესო ზანგურმა, ჩემი ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, გინებითა და მუქარებით ამიკლო…“

17083
besozangurinews

ჟურნალისტი თეონა გიგაური fortuna.ge-სთან იხსენებს ინციდენტს, რომელიც მსახიობ ბესო ზანგურთან, რამდენიმე წლის წინ მოუვიდა, მაშინ, როდესაც დედამისის არალეგალური ბიზნესის შესახებ „გურია ნიუსისთვის“ საგამომძიებლო სტატია მოამზადა. ამ რესპორტაჟის შემდეგ ბესო ზანგურის დედას სამედიცინო ლიცენზია შეუჩერეს, მან კი ჟურნალისტს დაურეკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა – „2015 წელს მუქარებითა და გინებით ამიკლო“, აღნიშნავს „ფეისბუქ“-პოსტში ჟურნალისტი.

თეონა გიგაური:

2015 წლის 3 თებერვალს, გამოვაქვეყნე სტატია „გურია ნიუსზე“. გავარკვიე, რომ რუსთავში, თავის პატარა აფთიაქსა და ექიმის კაბინეტში, ბესო ზანგურის დედა, ეთერ მამაცაშვილი, რეცეპტებს ყიდდა 50 თეთრად. გამოძიება ჩავატარე, მისგან ვიყიდე ფსიქოტროპული მედიკამენტი, საშუალო დონის, არა ძლიერი. ვუთხარი, ძალიან მოხუცი ბებია მყავს და მისთვის მჭირდება-მეთქი. მხოლოდ მისი სახელი და გვარი ვუთხარი. რეალურად, ბებიაჩემი 2000 წელს გარდაიცვალა, თუმცა არც მისი და არც ჩემი პირადობის მოწმობა არ უთხოვია, დამატებითი კითხვები არ დაუსვამს.

გამოძიების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების  სააგენტოს დავუკავშირდი, მაგრამ რეაგირება არ ჰქონიათ.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს სემინარზე შევხვდი დავით სერგეენკოს და მასთან ვახსენე ეს ამბავი, ზუსტად ერთ კვირაში ეთერ მამაცაშვილს ლიცენზია შეუჩერეს და საქმე წარმოებას გადაეცა.

მაშინ დაიწყო სერიოზული გინებები და მუქარები ბესო ზანგურის მხრიდან ჩემი მისამართით სოციალურ ქსელში. სერიოზულად შემაშინა. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდი, თორემ, როგორც ჟურნალისტს, სხვა რესპონდენტებისგანაც მომისმენია მუქარა, რომელიც სერიოზულად არ მიმიღია. პოლიციას შევატყობინე ამის შესახებ. როგორც გავარკვიე, მას მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, თუმცა მტკიცებულებები მივიტანე. ის უარყოფდა, ამბობდა, რომ სოციალურ ქსელში სხვა ანგარიშით მწერდა სხვა ადამიანი. მისი მტკიცება, რომ მუქარები და გინება „ფეიქ“ ანგარიშიდან მოდიოდა, მთლიანად გავაქარწყლეთ ასევე გამოძიებით.

როდესაც მასთან დაკავშირებული ამბავი გავიგე და ფოტო გავხსენი, ეს უსიამოვნო ინციდენტი გამახსენდა ამდენი წლის შემდეგ. ფოტოს რომ დავხედე, ვიცანი. 2015 წელს არც ვიცოდი, რომ ამ ქალბატონს მსახიობი შვილი ჰყავდა, შემდეგ გავიგე…

ბესო ზანგურმა ორსულ ნინუცა მაყაშვილს ოჯახის წევრების წინ სცემა

თამარ მაყაშვილი: „მე მისთვის პირადადაც მაქვს ნათქვამი და შეგიძლიათ ასე დაწეროთ – ბესო ზანგური არის ნაძირალა!..“

„ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! დაქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!” – რობერტ სტურუა ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები