LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა ცხომელიძე: „გიზიარებთ ამბავს ბუჩადან კეთილი დასასრულით… მოყოჩაღებული წაიყვანეს თავშესაფარში…“

373
dzagli

ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე წერს, რომ ბუჩაში სისასტიკეებს შორის იყო ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობაც, თუმცა ამჯერად კარგ ამბავს გვიზიარებს:

„ბუჩას სისასტიკეებს შორის იყო სისასტიკე ცხოველების მიმართ… ასობით ძაღლი დახოცეს ოკუპანტებმა და ამ საზარელ კადრებს არ დავდებ. გიზიარებთ ამბავს კეთილი დასასრულით.

ქალაქის დათვალიერებისას სამხედროებმა ერთ-ერთ დაცხრილულ მანქანაში ძაღლი იპოვეს. დაღლილს და შეშინებულს გატეხილ შუშებზე ეძინა.

ცუგო ვეტერინართან წააბრძანეს და მოყოჩაღებული წაიყვანეს თავშესაფარში.

ფოტოები პოვნისას და მერე…“