LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა ბაღდავაძე: გაცილებით მარტივია დღეს ადამიანებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება, ვიდრე მაშინ როცა ვფიქრობდი თუ რას ფიქრობდნენ ისინი ჩემზე“

360
თეონა-ბაღდავაძე

პიარის ცნობილი სპეციალისტი, თეონა ბაღდავაძე ამბობს, რომ გაცილებით მარტივია მისთვის დღეს ადამიანებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება, ვიდრე მაშინ როცა ფიქრობდა, თუ რას ფიქრობდნენ ისინი მასზე.

ამის შესახებ თეონამ გადაცემაში „ახალი თინა“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც კი აღარ ვინტერესდებით გარშემომყოფების განწყობებით, უფრო გვიღებენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ირგვლივ არიან.

„აი სადღაც რომ მიდიხარ დიდი ტვირთით, ამ ტვირთს, რომ დააწყობ და მიხვდები, რომ ეს ის ქვებია, რომლებიც შენ საერთოდ არაფერში არ გჭირდებოდა, რატომ მოათრევდი ამ ქვებს ამდენი ხანი, გაუგებარია…

მერე გაიხედები ირგვლივ და აღმოაჩენ, რომ არც არავის აუკიდებია ეს ქვები შენთვის, შენ თვითონ გადაწყვიტე ამაზე ნერვიულობა…

ეს ქვები იყო, პირველ რიგში, იმის შიში საზოგადოება როგორ გიღებს, ასევე სხვისი აზრის შიში. ძალიან უცნაურად შეიძლება ჩანდეს, აღმოჩნდა, რომ გაცილებით უფრო კეთილგანწყობილები არიან ადამიანები ჩვენ მიმართ, ვიდრე მე ეს წარმომედგინა.

გაცილებით მარტივია დღეს ადამიანებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება, ვიდრე მაშინ, როცა ვფიქრობდი თუ რას ფიქრობდნენ ისინი ჩემზე…

როგორც კი აღარ მაინტერესებს, ვარ ჩემი ავთენტური თავი, უფრო მიღებენ ის ადამიანები, ვინც ჩემს ირგვლივ არიან,“ – აღნიშნა თეონა ბაღდავაძემ.

“გაცილებით მარტივია დღეს ჩემთვის ადამიანებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება”.

“გაცილებით მარტივია დღეს ადამიანებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება, ვიდრე მაშინ როცა ვფიქრობდი თუ რას ფიქრობდნენ ისინი ჩემზე”, – თეონა ბაღდავაძე.

✨ გამოიწერეთ თინა სადუნიშვილის ინსტაგრამი: https://instagram.com/tina__verse?

Posted by Akhali Tina / ახალი თინა on Wednesday, May 10, 2023

 

რას ჰყვება თეონა ბაღდავაძე კვებით აშლილობაზე და სტრესზე: „მუდმივად „უჭმელ“ ადამიანს ღამის ოთხზე შემეძლო გამენადგურებინა ტორტის ნახევარი, რომელიც 12 კაცისთვის იყო განკუთვნილი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები