LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა აქუბარდია: „ნინო ჯანგირაშვილი ჩემზე 7 წლით უფროსია, არადა, ხშირად ჰგონიათ, რომ მისი შვილი ვარ…“

7780
teonaninodato

ტელეჟურნალისტ დავით აქუბარდიას ქალიშვილი, თეონა, მას პოეტ ლია ბედოშვილთან ქორწინებაში შეეძინა. წყვილი მაშინ გაშორდა ერთმანეთს, როდესაც თეონა 15 წლის იყო. ის ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს, რომ თავად მეუღლეს უფრო ცივილიზებულად გაშორდა, ვიდრე ეს მისმა მშობლებმა მოახერხეს.

როგორც თეონა აღნიშნავს, მამა ძალიან თბილი ადამიანია და ინტერვიუში მას ზაზა ზაზაევიჩს ადარებს ცნობილი კინოფილმიდან „ცისფერი მთები“ – „ფილოსოფიურად უყურებს ცხოვრებას. რამდენჯერმე მახსოვს მისგან სიმკაცრე, მაგრამ ძირითადად, უფრო მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა…“

რაც შეეხება მამის მეორე ცოლს, ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილს, კითხვაზე, როგორი ურთიერთობა აქვს მასთან, თეონა პასუხობს:

„ნინო ჩემზე 7 წლით უფროსია. არადა, ხშირად ჰგონიათ, რომ მისი შვილი ვარ. მაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც უნდა მქონდეს ასეთ დროს. რომ გითხრათ, ხშირი ურთიერთობა გვაქვს-მეთქი, ასე არ არის, თუმცა ის მამაჩემის ცოლია. ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ჩვენს ძმასთან, ნინოს შვილთან, ნიკასთან, რომელიც ახლა პირველი კურსის სტუდენტია, რაც ნამდვილად მახარებს, რადგან სხვაგვარად არ შეიძლება – ჩვენი ძმაა და გვიყვარს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები