LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძის ბავშვობის აუხდენელი ოცნება: „შვილები არ გვყავს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი გვაქვს“

1723
ტენგიზ

კორონავირუსთან სამთვიანი ბრძოლის შემდეგ, თენგიზ ცერცვაძე “იმედის კვირის“ მაყურებელს მეუღლე ანა თოფურიასთან ერთად შეხვდა და პირად საკითხებთან ერთად ბავშვობის წლებიც გაიხსენა. ცერცვაძემ ბავშვობის აუხდენელ ოცნებაზე ისაუბრა.

„შეუსრულებელი, რაც დამრჩა ბავშვობაში და რაც ძალიან მწარედ დამამახსოვრდა, არის ის, რომ ჩემი ოცნება იყო, ველოსიპედი მყოლოდა და ისე დავამთავრე სკოლა, რომ ვერ ვეღირსე ამას. მშობლებმა არ მიყიდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

“ძალიან ბევრს უკვირს, როგორ ვიტან ამხელა დატვირთვას, მაგრამ დავდექით სასიკვდილო ეპიდემიის პირისპირ, ეს დიდი გამოწვევაა და, როგორც ჩანს, ძალიან დიდი დოზით არის ადრენალინი, რაც საშუალებას მაძლევს, იმაზე მეტი გავაკეთო, ვიდრე მეგონა, შემეძლო”, – აცხადებს ცერცვაძე.

მისი თქმით, როდესაც ღამით სამსახურიდან შინ მიდის, კიდევ ერთხელ აფასებს განვლილ დღეს.

„ჩემდა უნებურად, რასაც ვაკეთებ გონებაში, კიდევ ერთხელ ტრიალდება ის მომენტები, რაც დღის განმავლობაში იყო. ეს არის მძიმე ავადმყოფები, ჩვენი გადაწყვეტილებები, ფიქრი იმაზე, რა დამხვდება ხვალ, იქნება ის პაციენტი ცოცხალი თუ არა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის კაბინეტში ძალიან ბევრი ბუა. 

„გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, თა­ვი­სით მოხ­და ასე, თუმ­ცა, მერე რომ დავ­ფიქ­რდი, ალ­ბათ ნა­დი­რო­ბის გავ­ლე­ნაა, რად­გან ბუ ყვე­ლა­ზე კო­ლო­რი­ტუ­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფრინ­ვე­ლია და რა­ღაც­ნა­ი­რი გა­მო­ხედ­ვა აქვს. სხვე­ბი დღი­სით აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან, ნა­დი­რო­ბენ, ღამე სძი­ნავთ, ბუ კი პი­რი­ქი­თაა. ბევ­რი ლე­გენ­დაა, რომ ბუ ბრძე­ნი ფრინ­ვე­ლია და ა.შ. მე რა ბუ­ე­ბიც მაქვს, ნა­ხე­ვარ­ზე მეტი წიგნ­ზე ზის ან მა­გის­ტრის ქუდი ახუ­რავს, რაც სიბ­რძნეს­თან, მეც­ნი­ე­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. უცხო­ეთ­ში ხში­რად მი­წევს სი­ა­რუ­ლი და თა­ვი­დან, რამ­დე­ნი­მე ბუ იქი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნე.

მერე ჩემი ამ გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ მე­გობ­რებ­მა და პა­ცი­ენ­ტებ­მა რომ გა­ი­გეს, ისი­ნიც მჩუქ­ნიდ­ნენ… ახლა დი­რექ­ტო­რი და ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ და ძი­რი­თა­დად, რთულ შემ­თხვე­ვებ­ში ვუ­წევ კონ­სულ­ტა­ცი­ას, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე, 20-30 ათა­სი პა­ცი­ენ­ტი მყავს გა­ტა­რე­ბუ­ლი და არა­სო­დეს, არც ერ­თის­გან არც ფული ამი­ღია, არც ფა­სი­ა­ნი სა­ჩუ­ქა­რი. ეს იცი­ან, მაგ­რამ უნ­დათ, რა­ღა­ცით პა­ტი­ვი მცენ და ერ­თმა­ნეთს გა­დას­ცეს – აი, ბუს თუ მი­უ­ტან, უარს ვერ გე­ტყვი­სო.

სხვა რა­მეს უკან გა­ვა­ტან. ამი­ტომ, მო­აქვთ და მო­აქვთ ეს ბუ­ე­ბი. მათ შო­რის, უნი­კა­ლუ­რე­ბი­ცაა. მა­გა­ლი­თად, მარ­მა­რი­ლოს დიდი ბუ, რო­მე­ლიც თურ­მე, თა­ვის დრო­ზე სტა­ლი­ნის კა­ბი­ნეტ­ში იდგა. მერე, მუ­ზე­უმ­ში მოხ­ვდა და ბო­ლოს მე მი­სახ­სოვ­რეს. სა­ავ­ტო­რო ბუ­ე­ბიც მაქვს, ვე­ნე­ცი­უ­რი შუ­შის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლიც და ა.შ. მოკ­ლედ, აქ ნა­ხავთ რო­გორც ძალ­ზე ია­ფი­ან სუ­ვე­ნი­რებს, ისე ძვი­რად ღი­რე­ბულ ეგ­ზემპლა­რებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძემ თავისი ცხოვრების სიყვარულთან შეხვედრის ამბავიც გაიხსენა.

ყველასთვის საყვარელი ექიმი, მომავალ მეუღლეს 20 წლის წინ შეხვდა. ახალგაზრდა პრაქტიკანს დაავალა, რომ ახალი პაციენტი მიეღო.

„მისი როლი უდიდესია ჩემს პროფესიულ წარმატებაში. ჩვენ დიდხანს ვხვდებოდით ერთმანეთს და ცოტა გვიან დავქორწინდით რიგი მიზეზების გამო და სამწუხაროდ, შვილები არ გვყავს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი გვაქვს. ყველაფერში, რასაც მივაღწიე, ანა თოფურიას უდიდესი დამსახურებაა“, – ამბობს ექიმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები