Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ოდნავ შემცირდა და მცირედით იმატა კოვიდის შემთხვევებმა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ოდნავ შემცირდა და მცირედით იმატა კოვიდის შემთხვევებმა

225
BeFunky-collage (3)

„სერიოზულად იყო გადატვირთული კლინიკები, თუმცა მოსახლეობა პანიკაში არ ყოფილა, რადგან ძალიან კარგად იმართება ყველაფერი, მაგრამ მოსახლეობის ცოტა ტენდენციურ ნაწილში მაინც იყო საყვედურები, რომ ძალიან ბევრია რესპირაციული ინფექციები, ვერ აუდის ჯანდაცვის სისტემა, არ არის სათანადოდ მომზადებული, – ეს არის დიდი სიცრუე”, – ამის შესახებ განცხადება ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ  გააკეთა

მისიე თქმით, საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ოდნავ შემცირდა და მცირედით იმატა კოვიდის შემთხვევებმა.

„მთელს მსოფლიოში ამ წელს იყო რესპირაციული ინფექციების ძალიან მაღალი გავრცელება, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ სამი წელი კოვიდის გამო იყო მკაცრი რეგულაციები და ის რესპირაციული ინფექციები მათ შორის გრიპები ფაქტობრივად არ იყო. ახლა ეს რეგულაციები რომ მოიხსნა, წამოვიდა ეს სეზონური რესპირაციული ინფექციები. საქართველოშიც ძალიან ბევრია შემთხვევები ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში. მაგალითად, ამერიკაში ყველაზე მაღალი რაოდენობაა რესპირაციული ინფექციების, 1990 წლის შემდეგ. არ ყოფნით საწოლები ხსნიან, დროებით ემერჯენსებს. საქართველოში ამ მხრივ გაუმჯობესდა ამჟამად სიტუაცია. სერიოზულად იყო გადატვირთული კლინიკები, თუმცა მოსახლეობა პანიკაში არ ყოფილა, რადგან ძალიან კარგად იმართება ყველაფერი, მაგრამ მოსახლეობის ცოტა ტენდენციურ ნაწილში მაინც იყო საყვედურები, რომ ძალიან ბევრია რესპირაციული ინფექციები, ვერ აუდის ჯანდაცვის სისტემა, არ არის სათანადოდ მომზადებული, – ეს არის დიდი სიცრუე. არ არის მომზადებული კი არა, ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ჯანდაცვის სისტემა რესპირაციულ ვირუსებს. მართალია, ძალიან ბევრი რესპირაციული ინფექციაა, გადატვირთულია კლინიკები და არა კრემატორიუმი, როგორც ეს ზოგიერთ ჩვენზე უფრო ძლიერ ქვეყნებშია. ფაქტობრივად, ჩვენ კოვიდით გარდაცვალება მივიყვანეთ მინიმუმამდე. საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ოდნავ შემცირდა. კოვიდის შემთხვევებმა ოდნავ მოიმატა, მხოლოდ მცირედით, დღეში 200 შემთხვევაზე მეტი არ გვაქვს. ეს მაჩვენებელი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვაგან ათეულათასი შემთხვევებია. გრიპების პროცენტული წილი ცოტა შემცირებულია, მაგრამ ამ სეზონზე მაინც დომინირებს გრიპები კონკრეტულად კი A ტიპის ვირუსი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

„შეიძლება რისკების შემცველი იყოს.. მიზანშეწონილი იქნება, საქართველომ ჩინეთიდან ჩამოსულებისთვის საზღვარზე კოვიდკონტროლი გააძლიეროს“ – ცერცვაძე

სამინისტრომ დააყენა შუამდგომლობა, რომ გაძლიერდეს კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულ პირებზე – ცერცვაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები