LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტენერიფეს ზოოპარკი LORO PARQUE მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა

156

პორტალმა TRIPADVISOR ესპანურ ტენერიფეში მდებარე ზოოპარკი LORO PARQUE მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა და პრემია TRAVELLERS’ CHOICE 2017 გადასცა.

ზოოპარკი Loro Parque დაახლოებით 45 წლის წინ გაიხსნა, ის მაშინ 13 000 კვადრატულ მეტრზე იყო განთავსებული. ახალ კი, ინვესტიციების წყალობით, ზოოპარკის ტერიტორია 135 კვადრატული მეტრია. ამ დრომდე ზოოპარკმა 47 მილიონი ტურისტი მიიღო.

ლორო პარკს საერთაშორისო აღიარება ეგზოტიკური ფრინველების შთამბეჭდავმა კოლექციამ მოუტანა, რომელთა შორის 300–ზე მეტი თუთიყუშია. ლორო პარკის მთავარი ფუნქცია გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დაცვაა, სწორედ ამიტომ, ზოოპარკშ არის ყველაზე დიდი პინგვინარიუმი, სადაც 250 პინგვინი ცხოვრობს. უზარმაზარ პავილიონებში კი გორილები, ვეფხვები და სხვა ცხოველები ბინადრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები