LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ ქეცბაია ორენბურგიდან წავიდა

135

თემურ ქეცბაიამ „ორენბურგი“ დატოვა – რუსეთის პირველი დივიზიონის საფეხბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ქართველის წასვლაზე ინფორმაციას რუსული მედია-გამოცემები ავრცელებენ.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ უახლოეს მატჩში ვლადივოსტოკის „ლუჩ-ენერგიასთან“ გუნდს მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ილშატ აიტკულოვი შეასრულებს. ქართველი ამას ოჯახური მიზეზის გამო ვერ მოახერხებს.

49 წლის ქართველმა მწვრთნელმა რუსული გუნდი ზაფხულში ჩაიბარა და საქმეები კარგად ვერ აეწყო. პირველი დივიზიონის 8 ტურში, პრემიერლიგაში დაბრუნების მსურველმა “ორენბურგმა” 3 შეხვედრა მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 4 კი წააგო და 20-გუნდიან ჩემპიონატში 10 ქულით მე-13 ადგილზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები