LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ ჭყონია პურის ქარხანას წლის პირველ ნახევარში გახსნის

151

ბიზნესმენი თემურ ჭყონია პურის ქარხანას 2016 წლის პირველ ნახევარში გახსნის. როგორც ჭყონიამ ,,ფორტუნას” განუცხადა, ქარხნის გახსნის ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, რადგან წარმოებისთვის საჭირო ახალი ტექნოლოგიების შემოტანა იგეგმება და ამას გარკვეული დრო სჭირდება.

,,ჩვენ არ გვექნება ის დიდი ტრადიციული შეფუთვები, რომლებიც ადგილობრივ პურის ქარხნებს აქვთ. მისივე თქმით, ქარხანაში რამდენიმე სახის პურპროდუქტის წარმოება იგეგმება. მათ შორის, პურის პატარა შეფუთვების, რომლითაც სასტუმროების მომარაგებას ვგეგმავთ”, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

როგორც ცნობილია, ამ ქარხანაში დამზადებულ პურს გამოიყენებს სწრაფი კვების რესტორანი ,,მაკდონალდსის” ადგილობრივი ქსელიც.

პურის ქარხანა ლილოში მდებარე „კასტელის” ლუდის ქარხნის ტერიტორიაზე შენდება. ქარხანაში მინიმუმ 2.5 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები