LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ ჭყონია მომავალი წლიდან თანამშრომლებს ხელფასს 10-12 პროცენტით გაუზრდის

180
1612791793-5e58065c3e407

ბიზნესმენი თემურ ჭყონია საქართველოში სხვადასხვა პროდუქტზე ფასების ზრდას გარდაუვალ პროცესად მიიჩნევს.

„რაც არ უნდა წინააღმდეგობა გავუწიოთ, ვინაიდან ჩვენ ინტეგრირებული ვართ მსოფლიო ფასების სისტემაში, ამას ვერ შევეწინააღმდეგებით“. – განაცხადა თემურ ჭყონიამ რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „ბიზნესკურიერი“

„ყველაზე ცუდი ისაა, რომ ხელფასები რჩება იგივე. აქედან გამომდინარე ჩვენ 2022 წლიდან ხელფასების ზრდას ვაპირებთ 10- 12 პროცენტით. რაც ოდნავ შეამცირებს იმ ტვირთს, რაც ჩვენს თანამშრომლებს აქვთ და ჩვენი თანამშრომლების რიცხვი დაახლოებით 3 ათას კაცამდეა.

ვცდილობთ, რომ მოგების შემცირების ხარჯზე ხელფასები გავზარდოთ და ხელი შევუწყოთ, რომ ადაპტირებულები იყვნენ იმ ფასებთან, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს არამარტო გასავალზე, არამედ ფსიქიკაზე. გაძვირებები არის ძალიან მტკივნეული.  უალკოჰოლო ბაზრის სისტემაში 17-18 პროცენტით არის გაზრდილი და ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ 6.5 პროცენტს არ ავცილებულიყავით.

ჩვენ სხვანაირად ვუდგებით ბიზნესს, გვესმის აბსოლუტურად შექმნილი პრობლემები, იმიტომ რომ ბევრი წელია, ბაზარზე ვართ, ტრადიციულად ბევრი მომხმარებელი და ბევრი გულშემატკივარი გვყავს. არ მინდა მათ ისე გაიგონ, რომ ჩვენ მოგებას ვზრდით. არა მეგობრებო, ფასების ზრდა ობიექტური მიზეზების გამოა გამოწვეული, სამწუხაროდ ფასების ზრდა ბევრი მიზეზის გამო ხდება, არამარტო საქართველოში“. – აცხადებს ჭყონია გიორგი კეპულაძის გადაცემა „ბიზნესკურიერში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები