LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემქის ბაგა-ბაღიდან ლაბორატორიაში ბანანის გარდა, ყველი და კარაქიც გაიგზავნა – კახაბერ გვანცელაძე

88

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ლაბორატორიაში შესამოწმებლად თბილისის ზღვის ტურბაზაზე, დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღიდან გარდა ბანანისა, ყველი და კარაქი გადაიტანეს.

გვანცელაძის თქმით, სამი აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც გუშინ პირღებინების ნიშნებით სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, დამაკმაყოფილებელია.

ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გუშინვე გაეწერნენ ისინი კლინიკიდან. რაც შეეხება მიზეზებს, რამდენიმე დღე დასჭირდება სამხარეულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ლაბორატორიას, რომ დასკვნები გვქონდეს. როგორც ექიმებმა გვითხრეს, ბავშვების კვლევების შედეგები დღეს, დღის განმავლობაში იქნება ცნობილი.

ექსპერტიზაზე გადატანილია ყველი, ბანანი და კარაქი. სურსათის უვნებლობის სააგენტომ გვითხრა, რომ სრულიად უვნებელია ყველა პროდუქტი, მაგრამ პერსონალმა მიიჩნია მიზანშეწონილად, რომ ეს პროდუქტები გადაგვეტანა ექსპერტიზაზე და შეგვემოწმებინა, – განაცხადა გვანცელაძემ.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, გუშინ, ბაღებში შეტანილ ბანანს კომპანიისგან მოწოდებული ხარისხის სერთიფიკატი ახლავს.

გუშინ თბილისის ზღვის ტურბაზაზე, დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი საავადმყოფოში მოხვდა. ბაღის 5 აღსაზრდელს პირღებინება აღენიშნებოდა. სამი მათგანი „პრივატ კლინიკაში“ მიიყვანეს. ინტოქსიკაციის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები