LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა გახარიასთან შეხვედრას ითხოვს

96

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს.

“ვთხოვ ბატონ გახარიას, რამდენიმე წუთი დამითმოს, რათა ჩემი სათქმელი პირადად მოვახსენო. ჩემთვის მისი აზრი, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელის მნიშვნელოვანია ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა, უნდა მუშაობდეს თუ არა ჩემი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის მამა, ზაქარია გრიგალაშვილი კვლავ სამართალდამცავ ორგანოში. მაინტერესებს, აქვს თუ არა, მას კანონიერი და მორალური უფლება, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყოს. ვიმედოვნებ, ბატონი მინისტრი ჩემს თხოვნას უყურადღებოდ არ დატოვებს,” – აცხადებს ნაცვლიშვილი.

თემქაზე მოკლული გოგოს მამა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს.

“ჩემი შვილი და ბრალდებული ერთ სამშობიაროში არიან დაბადებულები. ერთად გაიზარდნენ. 14 წლისას შეუყვარდათ ერთმანეთი და გრძელდებოდა ალბათ, 7 წელი. ერთი პერიოდი დაშორებულები იყვნენ. ბრალდებული იყო ძალიან მექალთანე, ალბათ, ღალატობდა და ამის გამო დაშორდა. 2 წლის მერე მითხრა, შევრიგდითო. მკვლელობამდე ჩემი შვილისთვის არაფერი შემიმჩნევია, რომ ვინმეზე ნაწყენი ან გაბრაზებული ყოფილიყო… ჩემ შვილს მთელი ცხოვრება უყვარდა. ის სიყვარულმა დაღუპა,”- განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. 22 მაისს სასამართლომ გრიგალაშვილი პატიმრობაში დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები