თემქაზე, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, 1 ქალი დაშავდა.
როგორც „ფორტუნას” სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს დაშავებული, ამ დროისთვის, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქდა წყლის გამაცხელებელი და აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია.