LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტემპერატურის დროს ​არ ვაღიარებთ ძმრიან წინდებს! რეკომენდაციას ვაძლევთ ბავშვის შხაპის ქვეშ ნელ-ნელა გაგრილებას“ – პედიატრი ანა მაღრაძე

297
magradze

პედიატრმა ანა მაღრაძემ ვირუსული ინფექციიის დროს ბავშვებში მაღალი ტემპერატურის მართვის მეთოდებზე ისაუბრა.

„​არ ვაღიარებთ ძმრიან წინდებს, თუმცა ვაღიარებთ დაზელვას, ფიზიკური მეთოდებით გაგრილებას. უნდა გამოვიყენოთ წყალში დასველებული პირსახოცი. შეგვიძლია დავადოთ შუბლზე ან მთლიანად დავზილოთ ბავშვი. ტემპერატურის დროს რეკომენდაციას ვაძლევთ შხაპის ქვეშ ნელ-ნელა გაგრილებას. ვიწყებთ თბილი წყლით და ნელ-ნელა ვაგრილებთ სხეულის ტემპერატურამდე, 36,6 გრადუსამდე მაქსიმუმ.

ბავშვს შეგიძლიათ შესთავაზოთ ხილის წვენი, მაგრამ, რა თქმა უნდა, წყალთან განზავებული.​ შესთავაზეთ სეზონური ხილი. ხილის წვენი უნდა იყოს აუცილებლად ნორმირებული და დოზირებული. ერთი ფორთოხლისგან რა წვენიც გამოვა, საკმარისია.

ბავშვმა რომ შეჭამოს ორი-სამი ლუკმა ყველაფერი, რაც მის რაციონს ეკუთვნის, დამატებით ვიტამინების მიცემა მას აღარ დასჭირდება. ბავშვები რაღაცით მაინც ინაზღაურებენ ხოლმე ამ დანაკლისს. თუ ბავშვს დიდი რაოდენობით ტკბილეულს არ მივცემთ, მას მეტი მოთხოვნილება ექნება კვებაზე. ნახშირწყლებით ნაკლებად დავტვირთოთ ბავშვი და შევთავაზოთ სწორი რაციონი“, – ამ თემებზე პედიატრმა ანა მაღრაძემ გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები