LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტემპერატურა +36 გრადუსამდე მოიმატებს: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

333
Untitled design (4)

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 19-20 ივლისს ცხელი ამინდი შენარჩუნდება და ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება:

“25 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

19-21 ივლისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

22 ივლისიდან ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 19-20 ივლისს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება, ხოლო 21 ივლისიდან +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 19-20 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 22 ივლისიდან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, ტემპერატურა კი +28, +30 გრადუსამდე დაიკლებს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები