მომღერალი თემო საჯაია „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ სტუმრობდა. თემომ ისაუბრა საერთაშორისო კონკურსზე, სადაც ამჟამად მონაწილეობს.
„კონკურსს Silk Way Star (აბრეშუმის გზის ვარსკვლავი) ჰქვია. მასში აბრეშუმის გზაში შემავალი ქვეყნები მონაწილეობს, რაც საქართველოს ჩათვლით 9 ქვეყანას მოიცავს. კონკურსი დაახლოებით „იქს ფაქტორის“ ფორმატის არის და საკმაოდ პრესტიჟულია. ჩემი კანდიდატურის წარდგენა, სხვა მომღერლებთან ერთად, ქართველ ორგანიზატორებთან ერთად მოხდა და ჟიურიმ არჩევანი ჩემზე შეაჩერა. 11 სექტემბერს დაიწყო კონკურსი და ის 4 ტურისგან შედგება. ამ ეტაპზე ვარ მეორე ადგილზე და მხოლოდ 2 ქულა მაშორებს პირველ ადგილს“, აღნიშნა მომღერალმა გადაცემაში საუბრისას.
მას პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ უყვარს, თუმცა გადაცემის წამყვანმა მაინც ჰკითხა ბალერინას, ნინა სამადაშვილის შესახებ, რომელთანაც რამდენიმე წლი ურთიერთობდა. წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, თემო შეყვარებულს დაშორდა.
– თემო, პირად ცხოვრებაზე საუბარი გიყვარს?
– არ მიყვარს, არა იმიტომ, რომ რამე დასამალი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ მგონია, რომ არავის აინტერესებს. სრულიად ჩვეულებრივად ვცხოვრობ. მიყვარს ნადირობა, ცხენოსნობა და არ მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი იყოს ვინმესთვის. ხომ არსებობს თეთრეული? არ არის საჭირო ყველამ იცოდეს, როგორი გაცვია…
– ადრე გიყვარდა ერთი გოგო, ბალერინა…. დღეს აღარ ხართ ერთად?
– არა.
– რამე კონკრეტული მიზეზი მოხდა?
– არაფერი ისეთი… შემდეგი შეკითხვა არ შეიძლება? (იცინის)