LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემო მჟავიას ავარია, სადაც მოტოციკლიდან ჰაერში იფრინა: „ვინც დამეჯახა, გაუმართლა, რომ ბერა ივანიშვილი ჩემი მეგობარია, რადგან ოპერაციის ხარჯი მან გაიღო…“

1069
ბერა და თემო მჟავია

იუმორისტი თემო მჟავია ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს საგზაო ინციდენტს, რომლის დროსაც დაშავდა, მისი ოპერაციის ფული კი ბერა ივანიშვილმა გადაიხადა. ბერა მისი მეგობარია.

თემო მჟავია: 

„სამსახურიდან გამოსული მოტოციკლით მივდიოდი… წითელზე გავჩერდი. მწვანე აინთო თუ არა, მოტოციკლით დავძარი. ამ დროს საპირისპირო მხრიდან მანქანა წამოვიდა და იქ შემოუხვია, სადაც შემოხვევა არ შეიძლებოდა. ტაქსი იყო და ღერძულა ხაზი გადმოკვეთა. ისე სწრაფად შემოუხვია, ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი… მანქანამ წინ ჩამიარა და მე გვერდიდან შევასკდი. ჰაერში დიდი ხანი ვიფრინე, ამდენ არასდროს მიფრენია. შეჯახების დროს ჰაერში ზემოთ ავვარდი, შემდეგ იმ მანქანას, რომელსაც შევეჯახე, სახურავზე დავეცი, თავი ისე დავარტყი, რომ ჩაფხუტი გატყდა და მომძვრა…

ტაქსის მძღოლს უბრალოდ გაუმართლა, რომ ბერა ივანიშვილი ჩემი მეგობარია, ოპერაციები, რომლებიც ჩამიტარდა, ძალიან ძვირი დაჯდა და ის თავის თავზე ბერა ივანიშვილმა აიღო. მძღოლი ერთხელ გამოჩნდა, ისიც იმიტომ, რომ გაეგო, მოვკვდი თუ გადავრჩი, თავის თავზე ზრუნავდა…“

ფოტო: ბერა და ნანუკას მეორე შვილი, დადუ ივანიშვილი დაიბადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები