უცხოელი ტურისტებისვთის “თელიანი ველის” Guest House-ი booking.com-ზე განთავსდა. როგორც ”ფორტუნას” Guest House-ის მენეჯერმა ნანა მანჭარაულმა განუცხადა, პატარა სასტუმრო მიმდინარე წლის ზაფხულს განახლდა და პირველი ტურისტებიც სწორედ ამ პერიოდში მიიღო.
”განვაახლეთ სასტუმროს ინტერიერი. ამ ეტაპზე გვაქვს 8 ნომერი. ზაფხულის განმავლობაში სრული დატვირთვით ვიმუშავეთ და ტურისტების საკმაოდ დიდი ნაკადი მივიღეთ. მოთხოვნა ახლაც არის, თუმცა სიცივეების გამო, შედარებით შემცირდა უცხოელი დამსვენებლების რიცხვი”, – აღნიშნა მანჭარაულმა.
მისივე ინფორმაციით, სასტუმროს მომსახურებაში შედის საუზმე, ასევე სტუმარს აქვე შეუძლია შეუკვეთოს კახური ტრადიციული სუფრაც, თუმცა, Guest House-ის საქმიანობის მთავარი მიმართულება არის ღვინის ტურიზმი. ”მოგეხსენებათ, ჩვენი სასტუმრო ”თელიანი ველის” ღვინის ქარხნის მეორე სართულზე მდებარეობს. შესაბამისად, ჩვენი ტურისტებისთვის ვაწყობთ ღვინის ტურებს, რომელიც უფასოა. რაც შეეხება ღვინის დეგუსტაციას – ეს მომსახურება ფასიანია”, – განმარტეს Guest House-ში.
ცნობისთვის, თელავში “თელიანი ველის” საწარმოს ტერიტორიაზე პატარა სასტურმო 2005 წელს გაიხსნა. გარკვეული პერიოდი Guest Hous-ი სტუმრებს აღარ იღებდა, მიმდინარე წელს კი ფუნქციონირება აღადგინა. ამჟამად სასტუმრო 8 ნომრიანია, აქედან 6 ოთახი არის სტანდარტული, 2 კი -ლუქსის ტიპის. ოთახების დასახელება ქართული ღვინოების სახელებისგან შეირჩა: თელიანი, მუკუზანი, წინანდალი, საფერავი, თელი და სხვა. ნომრების ღირებულება 60-დან 105 ლარამდე მერყეობს.